www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქი ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "კანტი" აცხადებს ვაკანსიას ქი ექაუნთ მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

დისტრიბუციისა და ლოგისტიკის კომპანია "კანტი" 2005 წელს დაარსდა. ჩვენი მისიაა მაქსიმალურად ადეკვატურად ვუპასუხოთ ქართულ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას ხარისხზე, შევთავაზოთ მას ალტერნატივა მრავალი სახის კვების პროდუქტებზე - ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული, სერტიფიცირებული და საუკეთესო ტრადიციებით/რეცეპტით დამზადებული პროდუქციის ხარჯზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით

მოვალეობები:

** კორპორატიული გაყიდვების გაზრდა
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის მომსახურების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და მოლაპარაკების წარმოება;
** გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან;
** ანგარიშგების მომზადება მიღწეული პროგრესის, კლიენტებთან დაკავშირებული პრობლემების, სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;

მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვების სფეროში.
** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური განხრით.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** მომთხოვნი
** მიზანმიმართული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ-ფოსტის მისამართზე: d.dekanoidze@kanti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ქი ექაუნთ მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |