www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Back End დეველოპერი
მომწოდებელი: My.ge
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

My.ge, რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: myauto, mymarket, myhome, myparts, myjobs, myshop, myads, myjobs, mysport.ge გეძებს შენ Back end დეველოპერს.

თუ შენი მიზანია პროფესიული განვითარება, მაშინ აუცილებლად უნდა შემოუერთდე ყველაზე პროგრესულად და სწრაფად მზარდ კომპანიას, რათა მონაწილეობა მიიღო My.Ge-ის პროდუქტების შექმნასა და განვითარებაში.
გაეცანი ქვემოთ მოცემულ აღწერას და ძალიან სწრაფად გახდი ჩვენი გუნდის წევრი.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო დღის დასაწყისი: 09:00-დან 12:00-საათამდე;
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი+1 საათი დასვენება;
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 6 day off წელიწადში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** PHP(OOP) მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რომელიმე PHP MVC framework - თან მუშაობის გამოცდილება(Laravel, symphony, codeigniter etc.);
** რელაციურ მონაცემთა ბაზების ცოდნა (MYSQL);
** ვერსიების კონტროლის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება: GIT.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს შემდეგი კვალიფიკაციებით:

** ვებ-სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (REST/SOAP);
** JavaScript(ES5 - ES6) მუშაობის გამოცდილება;
** Angular/Vue/ReactJS გამოცდილება.

ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** დაგროვებითი პენსიის 4 % იფარება კომპანიის მხრიდან;
** ფიტნეს აბონემენტი.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გინდათ, რომ იმუშაოთ ყველაზე ახალგაზრდულ, თავისუფალ და თანამშრომლებზე მორგებულ გარემოში მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@my.ge

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |