www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გლობალ თრანს ნეთვორქი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "გლობალ თრანს ნეთვორქი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (ორშაბათი - პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** დაინტერესებული კომპანიებისთვის სერვისის შეთავაზება და კომპანიის სერვისებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა
** შეკვეთის მიღება / გაფორმება და შესრულების უზრუნველყოფა / მონიტორინგი
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
(სასურველია მენეჯმენტის, ეკონომიკის, ბიზნესის მიმართულებით);
** აუცილებელია სურვილი და სამუშაო გამოცდილება ცივი გაყიდვების მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი
** რუსული / ინგლისური ენ(ებ)ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გაინტერესებთ გაყიდვების სფერო, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gtnetwork.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |