www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი/ინფო დესკის თანამშრომელი
მომწოდებელი: ბაზარი ორბელიანზე
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

"ბაზარი ორბელიანზე" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის/ინფო დესკის თანამშრომლის პოზიციაზე.

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?

"ბაზარი ორბელიანზე" არის უნიკალური ადგილი საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ეს არის ახალი სივრცე, რომელიც გულისხმობს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის აღდგენის ახალ კონცეფციას.

"ბაზარი ორბელიანზე" თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზრისა და კვების ჰოლის ინტეგრაციაა. ეს არ არის ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი. აქ აგრარულ პროდუქტებთან ერთად გაერთიანებულია 35 სხვადასხვა მიმართულების რესტორანი - როგორც ქართული რეგიონალური, ასევე მსოფლიო წამყვანი სამზარეულოები. პროექტი განთავსებულია სამ სართულზე და მისი ფართობი შეადგენს 10, 000 კვ.მ.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშო გრაფიკს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** შერჩეული კანდიდატების პროფესიული გადამზადებას, ზრდას და განვითარებას

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** ქართველ და უცხოელ მომხმარებლებთან ურთიერთობა;
** სატელეფონო კომუნიკაცია და გადამისამართება;
** სოციალური მედიაში მომხმარებლების პასუხი და გადამისამართება (inbox მართვა).

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლების ხარისხი: ბაკალავრი, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** ენები: ინგლისური - თავისუფლად, რუსული - კარგად
** საოფისე პროგრამები: კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი

უნარ-ჩვევები:

** გამართული და დახვეწილი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია
** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობა
** პრობლემების მოგვარების უნარი
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი

საინტერესოდ ჟღერს? მაშინ რას ელოდები შემოუერთდით ჩვენს გუნდს გახსნის დღიდან, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ/ინგლისურ ენებზე ელექტრონულ მისამართზე: hr@bazari.ge. გთხოვთ, საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 10 ოქტომბერი. გაითვალისწინეთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ბაზარი ორბელიანზე" არის თანაბარი შესაძლებლობები დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს მრავალფეროვანი სამუშაო ძალის დაქირავებასა და ინკლუზიური კულტურის შენარჩუნებას მის სივრცეში, ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის, ვეტერანთა სტატუსის ან ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული სხვა უმცირესობების შერჩევის პროცესში.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |