www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: department.ge
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

"Department.ge" ქართულ-ამერიკული ონლაინ-გაყიდვებისა და სერვისის კომპანიაა, რომელიც 2019 წელს დაარსდა. კომპანია უზრუნველყოფს მეორადი მანქანების ნაწილების ონლაინ არხებითა და B2C გაყიდვებს, ასევე, მანქანების დამკვეთისთვის მიწოდების სერვისს ამერიკის ტერიტორიაზე.

კომპანია "Department.ge" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების აღწერა. შესაბამისი პროცედურების, სტანდარტების, ფორმების და ნიმუშების (checklist) შემუშავება;
** შესაბამისი სტანდარტების განახლება და მენეჯმენტთან შეთანხმება;
** ცვლილებების შემთხვევაში დროული რეაგირება და პროცესების/პროცედურების/სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
** მიღებული სტანდარტების მიხედვით პროცესების მონიტორინგი და კონტროლის ჩეკ-ლისტების შექმნა-განახლება და ჩეკ-ლისტების მიხედვით პროცესების კონტროლი;
** ხარისხის კონტროლის ფორმების წარმოება და არსებულ დარღვევებზე შესაბამისი გამოსასწორებელი მოქმედებების დაგეგმვა და კონტროლი;
** პერსონალის მიერ სტანდარტების ცოდნის შემოწმება და დაცვის კონტროლი;
** უცხოური და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა ხარისხის კონტროლის მექანიზმების მუდმივი დახვეწა, განახლების და შესაბამისობაში მოყვანის მიზნით არსებულ მოცემულობებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება);
** ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური B2 დონეზე.

პიროვნული უნარები:

** შემოქმედებითობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** პრიორიტეტების სწორად დასახვა;
** უკუკავშირის მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენთან თანამშრომლობის მსურველებს გთავაზობთ:

** გლობალურ და ინოვაციურ კომპანიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 6 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@department.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |