www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"დრიმლენდ ოაზისი" წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს.

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს. 2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრულიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს.

კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9 კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: დაბა ჩაქვი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი სამუშაო დღე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის განვითარების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და სამოქმედო
** კომპანიის მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიის შედგენა და შესრულების კონტროლი;
** მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი, ამ აქტივობებისთვის საჭირო ბიუჯეტის განსაზღვრა და დამტკიცება;
** კომპანიის, როგორც ბრენდის, მახასიათებლების განსაზღვრა და განვითარება;
** ორგანიზაციის მართვის და განვითარების პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიის წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება/წარდგენა და ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის და ბიუჯეტის გაწერა;
** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** ბიუჯეტის ეფექტიანი ხარჯვის კონტროლი;
** ბრენდის პოპულარიზაცია და გაყიდვების სტიმულირება;
** მარკეტინგული კვლევის ორგანიზება;
** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს კვლევა/ანალიზი;
** ჩატარებული კვლევების საფუძველზე, გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზება;
** ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით, მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზება;
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა/შეფასება და რეპორტინგი;
** ციფრული მარკეტინგის მართვა;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
** კომპანიაში არსებული ინტერნეტ პლატფორმების (ვებგვერდის, სოციალური ქსელების) მართვის მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესი/მარკეტინგი)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სასტუმროს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე.

კონკურსის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge.

გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |