www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

კომპანია "გრინვეი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

"გრინვეი" - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"გრინვეის" პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: მხარეთა შეთანხმებით, კვირაში არაუმეტეს 40 (ორმოცი) საათი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ოფიციალურ საკონტაქტო ნომერზე შემოსული ზარების მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** კლიენტების ინფორმირება ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე: პირველადი ინფორმაციის მიწოდება, სავალდებულო მოქმედების სქემის დეტალური ახსნა და ა.შ.
** საჭიროების შემთხვევაში, გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებლისთვის კონკრეტული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით;
** სატელეფონო მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განვიხილავთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტსაც);
** ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** ლოგიკურად აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გაწონასწორებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2021 წლის 01 ოქტომბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ქოლცენტრის ოპერატორი.

"გრინვეი" - არა დისკრიმინაციას

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |