www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეალიზაციის ოპერატორი
მომწოდებელი: ფოლადის სახლი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 26 სექტემბერი

ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი მწარმოებელი და თრეიდერი კომპანია "ფოლადის სახლი" სწრაფად მზარდი კომპანიაა, 2021 წელს კომპანია განვითარების მზარდი ტემპებიდან გამომდინარე, ახალ ეტაპზე გადასვლას, შიდა რეფორმებსა და დიდ გარდაქმნებს გეგმავს. ეს იქნება ჰოლდინგი, რომელიც გარდა რამდენიმე მსხვილი ბიზნეს მიმართულებისა, დაიქვემდებარებს შვილობილ კომპანიებსაც.

კომპანია "ფოლადის სახლის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებგვერდს: www.poladissakhli.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეალიზაციის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** რეალიზაციის პირველადი დოკუმენტის საბუღალტრო პროგრამაში გატარება და შესაბამისი ზედნადების რს-ზე ატვირთვა;
** საქონლის უკან დაბრუნებისას საბუთების სრულყოფილად შექმნა;
** ნაღდი ფულის სალაროს მოძრაობა;
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
** საწყობის ნაშთების კონტროლი;
** კომპანიის დებიტორებთან კომუნიკაცია და კონტროლი;
** კომპანიის საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება;
** საბუღალტრო პროგრამაში (1C ბალანსი) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის განხრით;
** სასურველია ბალანსის პროგრამის ცოდნა;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** სისწრაფე და ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი 14
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge 2021 წლის 15 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერი".

კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |