www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო "პროკრედიტ ჯგუფის" წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში. "პროკრედიტ ჯგუფს" სათავეში უდგას "პროკრედიტ ჰოლდინგი" (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

"პროკრედიტ ბანკ" საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზების მენეჯირება, კონფიგურირება
** მონაცემთა ბაზების მონიტორინგი (health and performance)
** მონაცემთა ბაზების უსაფრთხოების დაგეგმვა, ორგანიზება და უზრუნველყოფა
** მონაცემების უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა პასუხისმგებლობის ფარგლებში;
** მონაცემების სათადარიგო ასლების პოლიტიკის დანერგვა მონაცემთა ბაზების დონეზე;
** საბანკო აპლიკაციების ტექნიკური გამართვა და საპორტი
** მონაცემთა ბაზების და საბანკო აპლიკაციების მხარდაჭერა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების 2 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება
** Microsoft ტექნოლოგიებთან მუშაობს გამოცდილება (MSSQL server 2012/14/16)
** T-SQL-ის ცოდნა
** SQL server 2012 (always-on, cluster, mirroring, logshiping) ტექნოლოგიების ცოდნა
** SQL server 2012 (backup, restore, data recovery) ცოდნა
** SQL server 2012 (performance tuning and optimization) ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი
** სამუშაოს დროის და ტასკების შესრულების რიგითობის ოპტიმალური დაგეგმვა

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით "მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი" შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: IT.recruiting@procreditbank.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი, 2021 წელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს "პროკრედიტ ჯგუფში" შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr.department@procreditbank.ge

სს "პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22 ; info@procreditbank.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |