www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: BI სისტემის დეველოპერი
მომწოდებელი: ავერსი ფარმა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

ფარმაცევტული კომპანია "ავერსი ფარმა" აცხადებს ვაკანსიას BI სისტემის დეველოპერის პოზიციაზე ქ.თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** Qlik Sense პლატფორმაში ანალიტიკური აპლიკაციების შექმნა;
** დიდი მონაცემების ანალიზისა და მონაცემების მოდელების შექმნის პრაქტიკული გამოცდილება;
** ბიზნეს პროცესების ანალიზი, რეპორტინგის მოთხოვნების დადგენა და ამოცანის ჩამოყალიბება;
** კომპანიაში არსებული საოპერაციო და ფინანსური რეპორტინგის სისტემაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების ანალიზში ჩართულობა;
** შექმნილი კოდისა და ჩატარებული სამუშაოების სათანადო დოკუმენტირება;
** სისტემის პროვაიდერთან მჭიდრო თანამშრომლობა;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** გავრცელებულ ანალიტიკურ პლატფორმებიდან (Qlik Sense, Microsoft Power BI, Tableau, SAP BusinessObjects BI, ა.შ.) რომელიმეში დეველოპმენტის გამოცდილება;
** Qlik Sense-ში ბევრი წყაროდან მონაცემების შემოტანის გამოცდილება: SQL ბაზა, ექსელის ფაილები, ა.შ.
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MS SQL);
** ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა/განახლება;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის საწყის დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის საწყის დონეზე ცოდნა;
** Qlik Sense -ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების სწრაფი ათვისება
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სიახლეების ათვისების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე

** ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15.10.2021 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |