www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომელი
მომწოდებელი: ავერსი ფარმა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

შპს "ავერსი ფარმა" აცხადებს მომსახურების მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლის ვაკანსიას.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების კუთხით (სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით)
** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;

უნარ-ჩვევები:

** ადეკვატური შეფასების უნარი; ლოგიკური აზროვნების უნარი
** შემოქმედებითი აზროვნება,
** პასუხისმგებლობის გრძნობა, აქტიურობა, შრომისმოყვარეობა

სამუშაოს აღწერილობა: აღნიშნული ვაკანსია გულისხმობს სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; გამოსასვლელი დღეები: შაბათი, კვირა).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

** ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575); 2 910238
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15.10.2021 წ.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |