www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეოსტარი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე.

შპს "ჯეოსტარი" დაფუძნდა 1995 წელს და ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორებიც არიან: BIC, Papia, Familia, Bingo, Molfix, Molped, Joly, Evony, Parex, Dalan, Avedov, Bonduelle, Storck, Rogachevsk, Pagani, Zlato, Cargill, Sisi, Filadoro, Glamur და ა.შ.

მოვალეობები:

** ბრენდის/ბრენდების მართვა და მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის (შემოსავლებისა და ხარჯების) მართვა;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა (არხებისა და რეგიონების მიხედვით), განხორციელება და კონტროლი; ასევე, განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება;
** პარტნიორებთან (ბრენდის მომწოდებელთან, ადგილობრივ კლიენტებთან) მოლაპარაკებების წარმართვა და კომპანიისთვის მაქსიმალურად სასარგებლო შეთანხმებების მიღწევა;
** საფასო პოლიტიკის შემუშავება - სადისტრიბუციო და თაროს ფასების განსაზღვრა და კონტროლი;
** კონკურენტის მარკეტინგული აქტივობებისა და ფასების კონტროლი/ანალიზი, ანალიზის შედეგად ღონისძიებების გატარება;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა;
** ნაშთების კომპანიაში შემუშავებული სტანდარტების მიხედვით მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება/მარკეტინგის/ეკონომიკის განხრით;
** აუცილებელია კომპიუტერული, საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** აუცილებელია ინგლისური, რუსული და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და შრომისმოყვარე;
** ენერგიული და კომუნიკაბელური;
** მოტივირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@geostar.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |