www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორი
მომწოდებელი: One Point
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

HR აუთსორსინგული კომპანია "ვან ფოინთი - One Point" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორი ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აბონენტის სატელეფონო ზარის მიღება და ტექნიკური დახმარების გაწევა;
** კომპანიის ინტერნეტ სერვისის ტექნიკური დახმარება, დიაგნოსტიკა და რეაგირება - როგორც აბონენტის შიდა ქსელის მოწყობილობების , ისე კომპანიის სასადგურე მოწყობილობების;
** აბონენტებისათვის მათი კომპიუტერებთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა;
** აბონენტების კონსულტირება , კომპანიის სერვისებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე
** საჭიროებისამებრ, აბონენტის ინფორმირება კომპანიის სხვადასხვა სერვისებსა და პროცესებზე.
** სამუშაო პროცესის შედეგების დაფიქსირება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** კომპიუტერული სისტემების აგებულების, მუშაობის, კონფიგურაციისა და დიაგნოსტიკის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** Windows სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ინსტალაცია, გამართვა, დიაგნოსტიკა);
** ზოგადი წარმოდგენა ქსელზე (ფიზიკური და ლოგიკური ქსელების მოწყობის პრინციპები, ადრესაცია ქსელში, ბაზური პროტოკოლები);
** ოპერაციულ სისტემებში გამოყენებული ქსელის ნაწილის და უტილიტების ზოგადი ცოდნა (ping, nslookup, tracebroute.)

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოგვიგზავნე CV 30 სექტემბერის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@onepoint.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

ან შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://bit.ly/2SClDeU და მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |