www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი/გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ვაისი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

კომპანია "ვაისი", რომელიც უზრუნველყოფს კომპანიებისთვის ფინანსური მომსახურებების აუთსორსინგს, აცხადებს ვაკანსიებს ბუღალტრის და გაყიდვების მენეჯერის პოზიციებზე.

1. ბუღალტერი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის კარგად ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

მოვალეობები:

** კონსულტაცია, პირველადი საბუთების მომზადება/მოწესრიგება;
** პირველადი დოკუმენტების ასახვა საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში;
** საგადასახადო დეკლარაციების და ფორმების მომზადება და ელექტრონულად წარდგენა შემოსავლების სამსახურში;
** დამკვეთის მიერ გადასახდელი გადასახადების კალკულაცია და დამკვეთის ინფორმირება;
** ურთიერთობა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებთან დამკვეთის საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით;
** კამერალური და გეგმური საგადასახადო აუდიტის პერიოდში დამკვეთის ინტერესების დაცვა;
** საბუღალტრო პროგრამის სტანდარტული ამონაწერების და ბრუნვითი უწყისების მიწოდება;
** მომსახურე ბანკთან ურთიერთობა;
** საბანკო გადარიცხვები;
** ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურების მომზადება;
** რეპორტების წარმოება IFRS სტანდარტების შესაბამისად (გადის დამატებით მომსახურებაში).
** სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია ბუღალტერიის წარმოებისათვის საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად;

სამუშაო განაკვეთი და მოთხოვნები:

** ბუღალტერმა უნდა იაროს ოფისში 11:00-18:00 საათამდე მინიმუმ კვირაში 3 დღე. საწყის ეტაპზე, სანამ ბუღალტერს საკუთარი სრული პორტფოლიო ექნება.
** პორტფოლიოს შევსების შემდგომ - განაკვეთი სრული -ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-დან - 18:00 საათამდე;

სახელფასო განაკვეთი: პორტფოლიოში შემავალი თითოეული კომპანიის მიერ გადახდილი მომსახურების თანხის 50% (გროსი/საპენსიოს ჩათვლით).

შენიშვნა: ბუღალტერს აყვანისთანავე უკვე დახვდება რამდენიმე კომპანია სამართავად.

2. გაყიდვების მენეჯერი

სატელეფონო გაყიდვები ბუღალტერია/აუდიტის მიმართულებით

გრაფიკი: სრული, 11:00-18:00 (სტუდენტებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ლექცია-სემინარებთან).

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ბაზის მიხედვით გამავალი ზარის განხორციელება;
** პოტენციური პარტნიორებისთვის საფინანსო მიმართულების შეთავაზება;
** ბაზის მუდმივი განახლება;
** შეხვედრების დაგეგმვა და კომპანიის სერვისის პრეზენტაცია.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ენების ცოდნა: ქართული - გამართულად, დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** აქტიური;
** მოწესრიგებული;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მქონე;
** შრომისმოყვარე;
** ენერგიული.

ანაზღაურების პირობები:

ფიქსირებული 300 ლარი (ნეტი) + საბონუსე სისტემა: ყოველ ახალ კომპანიაზე - პირველ თვეს მოზიდული სახსრების - 50% (დარიცხული), ხოლო ყოველ მომდევნო თვეს, დაკონტრაქტებულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მოზიდული სახსრების 5% (დარიცხული).

გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი) 3 თვე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mkukava@weiss.ge და სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |