www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური სპეციალისტი
მომწოდებელი: VIVO Medical Group
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"ვივო მედიქალ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. #1;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-დან 18:00-მდე;
ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარი (NET), განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქცია/მოვალეობები:

** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** ყოველთვიური ფულადი სახსრების მოძრაობის ბიუჯეტირების პროცესის მონიტორინგი;
** ფინანსური მონაცემების ანალიზი და ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** წლიური ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჩართულობა;
** ფინანსური პერიოდის დახურვაში მონაწილეობა;
** აუდიტის პროცესში ჩართულობა;
** სპეციალური რეპორტების მომზადება მენეჯმენტთან წარსადგენად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით- კონცენტრაცია ფინანსები;
** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეპორტინგის, ანალიზის, და/ან აუდიტის მიმართულებით;
** კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება;
** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Microsoft PowerPoint -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება ფინანსური აუდიტის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი, სათაურის ("subject") ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |