www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, ზესტაფონში.

მოკლევადიანი პროფესიული პროგრამებით კოლეჯი სერტიფიცირებულ სპეციალისტებს, ხოლო სახელმწიფო პროგრამებით დიპლომირებულ სპეციალისტებს ამზადებს ყოველწლიურად.

კოლეჯი აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

მოვალეობები და ფუნქციები:

** კოლეჯის დირექტორის დავალებით ან/და საკუთარი ინიციატივით (საჭიროების შემთხვევაში) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და დირექტორისთვის წარდგენა;
** ცალკეულ სამართლებრივ საკითხებზე შესაბამისი დასკვნების მომზადების უზრუნველყოფა;
** დირექტორისა და სხვა შესაბამისი თანამშრომლების ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შესახებ;
** კოლეჯის საქმიანობიდან გამომდინარე გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
** სათანადო მინდობილობის საფუძველზე წარმოადგინოს კოლეჯი სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში;
** კოლეჯის კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა კორესპონდენციები; განიხილოს მოქალაქეთა განცხადება-საჩივრები, შეისწავლოს მათში მოყვანილი ფაქტები და მოამზადოს საპასუხო წერილების პროექტები;
** სხვადასხვა კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღება;
** კოლეჯის განვითარებისა და დასახული მიზნების განხორციელებისათვის საჭირო პროექტების მომზადება;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook);
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა,
** გუნდური მუშაობის უნარი;

ხელფასი: 1500 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@construct2.ge არაუგვიანეს 2021 წლის 30 ოქტომბრისა (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება რეზიუმეს განხილვა).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |