www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა დამუშავების ცენტრის სისტემური ინჟინერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა დამუშავების ცენტრის სისტემური ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაოს მიზანი: ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვერული ინფრასტრუქტურის დიზაინის შემუშავება, დანერგვა და მართვა.

ძირითადი მოვალეობები:

** დამკვეთის მოთხოვნების იდენტიფიცირება და მისთვის ტექნოლოგიური გადაწყვეტის / შეთავაზების შემუშავება სისტემების არქიტექტორთან ერთად UGTCloud მონაცემთა დამუშავების ცენტრის სერვისების გამოყენებით;
** კომპანიის გაყიდვების გუნდის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა UGTCloud სერვისების ტექნიკურ საკითხებში;
** დამკვეთთან შეთანხმებული სერვისების მისაწოდებლად წარმოებულ ტექნიკურ სამუშაოებში ჩართულობა, დაპირებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** არსებული სისტემების მართვა და ასევე ახალი სისტემების/ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში მონაწილეობა;
** მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა და დაგეგმილი სერტიფიცირებების გავლა KPI-ს შესაბამისად.

აუცილებელი პროფესიული უნარები:

** Microsoft Windows Server/Desktop ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** საქსელო ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა;
** VMware ვირტუალიზაციის პლატფორმის საბაზისო ცოდნა.
** სასურველი პროფესიული უნარები:
** Linux-ის ბაზაზე ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** სხვადასხვა ტიპის (iSCSI, SAN, NAS) მონაცემთა სანახ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** გლობალურ ღრუბლოვან სერვის პროვაიდერებთან (AWS, Azure, GCP) მუშაობის გამოცდილება;

ენები:

** აუცილებელია - ინგლისური: B2
** სასურველია - რუსული: B2

სამუშაო გამოცდილება:

სასურველია სისტემური ადმინისტრატორის ან IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** ახალი ტექნოლოგიების მოკლე დროში ათვისების უნარი;
** ინფორმაციის გასაგებად გადმოცემის უნარი;
** როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პრობლემების სიღრმისეული ანალიზის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური რეაგირების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 01 ნოემბრის ჩათვლით ელ.ფოსტაზე vacancy@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "მონაცემთა დამუშავების ცენტრის სისტემური ინჟინერი".

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |