www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: ოსრამი, ლუქსრამი, ტოლსენი, ქროუნი, ეინჰელი, ბლექ & დეკერი და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. #44.

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების ანალიტიკა ბრენდებისა და გაყიდვების არხების მიხედვით;
** სავაჭრო ობიექტებში მიმდინარე პრომო აქციების და ფასდაკლებების მონიტორინგი, კონტროლი და ეფექტურობის ანალიზი;
** ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაცია და მონაცემების შედარება;
** სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტის მომზადება ხელმძღვანელის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
** სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტის მომზადება ხელმძღვანელის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
** სხვა საჭირო დავალებების შესრულება, უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით);
** უცხო ენების ცოდნა (ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია);
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი.
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

პირობები:

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. #44
ანაზღაურება: 700 ლარი - ზრდის პერსპექტივით, განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |