www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოკ ინთერნეიშენალ ფოსტ
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

ამანათების საერთაშორისო გადამზიდი კომპანია "ოკ ინთერნეიშენალ ფოსტ" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

გამოსაცდელი ვადა: 1 თვე
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
ადგილმდებარეობა: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 19ბ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის შესახებ სრული ინფორმაციის გაცნობა;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** კომპანიისა და მისი საქმიანობის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთა მოთხოვნებისა და განწყობის შესწავლა და მათთან ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა ბაზის შედგენა, მართვა;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა, გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა;
** კომპანიის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის სხვა ამოცანების შესრულება.

მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Excel, Word);
** აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;

უნარები და პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პუნქტუალურობა და ოპერატიულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@okipost.com და მეილის სათაურში "Subject" მიუთითეთ: "გარე გაყიდვების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |