www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტატიების ავტორი
მომწოდებელი: ბოჰემა
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

ბოჰემა აცხადებს ვაკანსიას სტატიების ავტორის პოზიციაზე.

ბოჰემა არის ახალი მედია პლატფორმა, ციფრული სივრცე, რომლის მთავარი მიზანია შეცვალოს "თამაშის წესები" და დანერგოს ინფორმაციის მიღების ახლებური გზები. ბოჰემა მკითხველს ყოველთვიურად მიაწვდის მისთვის საინტერესო და ამაღელვებელ ისტორიებს კულტურის, მოდის, კინოს, მუსიკის, ლიტერატურისა თუ გასტრონომიის ირგვლივ.

ბოჰემას მისიაა, ინოვაციური მედია ტექნოლოგიების საშუალებით, შექმნას გასართობი, თუმცა სიღრმისეული და დახვეწილი შინაარსის მქონე პროდუქტი, რომელიც მთელი სინამდვილით წარმოაჩენს ჩვენს სამყაროს. ამ მიზნით, მომავალი თანამშრომლობისთვის, ვეძებთ ნიჭიერ, მიზანდასახულ და ცნობისმოყვარე ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და მკითხველამდე მიიტანონ სათქმელი და იდეები.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობით;
** მუდმივი განვითარების და სწავლის შესაძლებლობას;
** საუკეთესო გუნდთან თანამშრომლობას.

ძირითადი მოვალეობები:

** გამართული შინაარსის და სტრუქტურის მქონე სტატიების წერა;
** ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა.

საჭირო უნარები:

** ქართული ენის სიღრმისეული ცოდნა და გამართულად წერის უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** წარმოსახვის და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადააა 2021 წლის 5 ნოემბერი.

ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადადით ბმულზე: https://www.bohema.ge/geo



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |