www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მადარტ დელივერი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა.
სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 5 დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო მომსახურების გაწევა მომხმარებლებისთვის;
** მომხმარებლის სრულყოფილად ინფორმირება პროდუქციის შიგთავსის, ფასების, მიტანის სერვისისა და სხვა...შესახებ;
** შეკვეთების მიღება;
** შეკვეთების პროგრამულად ასახვა;
** გამავალი ზარების განხორციელება;
** მიღებული შეკვეთების შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** ქოლ-ცენტრში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალების მიმართ ორიენტირებული.

მსურველებს გთხოვთ, გადმოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) : vacancy@mdelivery.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |