www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Vestel
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

კომპანია შპს, მატექს ჯორჯია", "VESTEL"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ისთ პოინთის ფილიალებში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თვალჭრელიძის ქ N2
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (10:00-17:00 /15:00-22:00- კვირაში 5 დღე და 10:00-22:00 - კვირაში 1 დღე, ჯამში 40 საათი)
** ხელშეკრულების გაფორმებამდე 2 კვირიანი არაანაზღაურებადი სწავლების პერიოდი.
** ანაზღაურება: ფიქსირებულია ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა, ახალი პროდუქციის მიღების დროს დეტალური შესწავლა;
** გაყიდული პროდუქციის ადგილზე შემოწმება და შეფუთვა;
** პროდუქციის სტენდებზე განთავსება;
** მაღაზიის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** მაღაზიების მენეჯერის მიერ გაცემული სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია ტექნიკის მაღაზიაში);
** საოფისე პროგრამების ცოდნა ელემენტარულ დონეზე;
** უცხო ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური ან/და რუსული).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური, გამართული მეტყველებისა და გადმოცემის უნარის მქონე;
** მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული;
** მოტივირებული და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული;
** ენერგიული და შრომისმოყვარე;
** მოწესრიგებული, სასიამოვნო გარეგნობის;
** პუნქტუალური.

რეზიუმე ფოტოსურათით გთხოვთ გამოგვიგზავნოთ vestel@mateks.ge, თქვენი ელ. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - VESTEL კონსულტანტი ისთ პოინთი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

ასევე გაცნობებთ, რომ სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |