www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომპენსაციების და ბენეფიტების მენეჯერი
მომწოდებელი: აი დი ეს ბორჯომი თბილისი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 8 ნოემბერი

შპს "აი დი ეს ბორჯომი თბილისი", სადისტრიბუციო კომპანია, აცხადებს კომპენსაციების და ბენეფიტების მენეჯერის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; ქინძმარაულის ქ. #5
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (ერთი საათი შესვენება); შესაძლებელია პერიოდულად დისტანციურად მუშაობა
საგამოცდო ვადა: 6 თვე
ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, მობილური ტელეფონის ლიმიტი;

ძირითადი მოვალეობები:

** სახელფასო და საბონუსე პოლიტიკის შექმნა და დანერგვა (სახელფასო სტრუქტურის შექმნა - ფიქსირებული და ცვალებადი ნაწილი);
** ბონუსის კალკულაციის და გაცემის პროცესის მართვა;
** ბენეფიტების პაკეტის მართვა;
** შედეგების მართვის პროცესის მხარდაჭერა ( KPI-ების შედგენაში, შუალედურ შემოწმებაში და საბოლოო შეფასებაში ხელმძღვანელების დახმარება);
** ბიუჯეტირების პროცესის მართვა (ადმინისტრირება, რეპორტინგი, ანალიტიკა, პრეზენტაცია);
** C&B რეგულარული და საჭიროებიდან გამომდინარე რეპორტების მომზადება;
** ბიუჯეტს გარეთ გასაწევი ხარჯების მართვა;
** სახელფასო კვლევების პროცესის მართვა (მონაწილეობის მიღება/ანალიზი);
** ხარჯების შეთანხმება ფინანსურ განყოფილებასთან (სახელფასო და სხვა ეიჩარ ხარჯები) პროცესების გაუმჯობესება;
** გრეიდინგის და სამუშაოს შეფასების პროცესების მართვა;
** ეიჩარ პროცესების ავტომატიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** ეიჩარ ადმინისტრირების და ფეიროლის სპეციალისტის მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** განათლება: უმაღლესი განათლება, ტექნიკური(ეკონომიკა, ფინანსები, ანალიტიკა, მათემატიკა) მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** პროფესიული უნარები (აუცილებელი ცოდნა): ქართული, რუსული და ინგლისური ენების საქმიანი მიმოწერის დამოუკიდებლად საწარმოებლად და ზეპირი ** ურთიერთობისათვის საკმარის დონეზე ცოდნა;
** Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა;
** მონაცემთა შეგროვება/დამუშავება/ანალიზის გაკეთების უნარი;
** შრომის კოდექსის ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** გამართული კომუნიკაცია;
** აზრის მარტივად და გასაგებად ჩამოყალიბების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.

რეზიუმე შეგიძლიათ გამოგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbs.work@ids-borjomi.com; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კომპენსაციების და ბენეფიტების მენეჯერი" რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 8 ნოემბერი 2021.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |