www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უნივერსალური რეზერვი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური რეზერვის პოზიციაზე სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.

სამუშაო ადგილი: მესტია, ფოთი, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, აბაშა

"კრედო ბანკი" 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 75 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

უნივერსალური რეზერვის პოზიციაზე კანდიდატების განხილვა მოიაზრება შემდეგ პოზიციებზე:

** მითერის რეზერვი
** კლიენტთა მრჩევლის რეზერვი
** მოლარე რეზერვი

კანდიდატები შესაძლოა, განხილულნი იყვნენ როგორც აღნიშნულ სამ პოზიციაზე, ასევე, სურვილის შემთხვევაში, მხოლოდ ერთ ან ორ პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო ადგილისთვის აუცილებელი მატერიალურ/ტექნიკური ბაზის გამართულად მუშაობის კონტროლი და მათი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
** კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში, რაც არ გულისხმობს მათ ნაცვლად საბანკო დოკუმენტაციის შევსებას;
** კლიენტებისთვის ვადიანი ანაბრების და ანგარიშების გახსნა და მათთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
** კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
** სესხის გაცემასთან და დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
** ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ნაღდი ფულის შემოტანის/გატანის, კონვერტაციის მომსახურების გაწევა ნებადართულ ვალუტაში/ებში განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად;
** სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
** უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის სხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
** ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დინამიკურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ლოკაცია სადაც გსურთ რომ განგიხილოთ, მაგ: "უნივერსალური რეზერვი ზუგდიდში"

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი 2021 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |