www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სისტემის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ოზორიქსი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

კომპანია "ოზორიქსი" (www.ozorix.com) აცხადებს ვაკანსიას სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

მოვალეობები:

** პერსონალური კომპიუტერების, სერვერების, ასევე ვირტუალური მანქანების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირება/ლიცენზიების განახლება.
** პროგრამული გაუმართაობების დიაგნოსტირება შეცდომების გამოვლენის მიზნით.
** სხვადასხვა კომპონენტების, მონაცემთა ბაზების სათადარიგო კოპირება და მათი აღდგენა საჭიროების შემთხვევაში.
** ისეთი სისტემების გამართვა, როგორიცაა Microsoft Sharepoint, SQL Server, Exchange და სხვა.
** კომპანიის IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე ზრუნვა - Firewall, Antiviruse და სხვა დამხმარე უტილიტების დანერგვა და გამართულად მუშაობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სალაპარაკო გერმანული ენის ცოდნა
** ბაკალავრის წოდება შესაბამის სფეროში
** ვირტუალიზაციის, VMWare ან სხვა მსგავს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** ქსელური პროტოკოლების სიღრმისეული ცოდნა (TCP, IP, HTTP, UDP და სხვა)
** პროგრამირების რომელიმე ენაზე (Python, Perl etc..) სკრიპტების წერის გამოცდილება.

ჩაითვლება პლუსად: სისტემის ადმინისტრატორის სერტიფიკატი (მაგალითად Microsoft Certified Systems Administrator.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე კონცენტრირება.

სახელფასო განაკვეთი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებაზე.
შერჩეული კანდიდატი იმუშავებს კომპანიის ოფისში (ან დისტანციურად), 10:00-დან 19:00 საათამდე, შუალედში 1 საათიანი შესვენებით.

დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც შეესაბამებიან ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@ozorix.com 2021 წლის 5 ნოემბრამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "System Administrator".

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს და დანიშნავს გასაუბრებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |