www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პიცის მცხობელი
მომწოდებელი: Farina
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

"Farina Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას პიცის მცხობელის პოზიციაზე:

"Farina" არის ავთენტური პიცის "Takeaway-Delivery", რომელიც გამოირჩევა ტრადიციული იტალიური ქვის ღუმელით. პიცა ცხვება შეშაზე, რაც მატებს მას განსაკუთრებულ გემოს. ჩვენი სამუშაო გუნდი და გარემო არის საკმაოდ მულტიკულტურული, მეგობრული და ახალგაზრდული.

ჩვენ ვეძებთ პროფესიონალ მცხობელს ჩვენი გუნდის მხარდასაჭერად.

ძირითადი მოვალეობები:

** ცომის მომზადება(ცომსაზელით)
** ინგრედიენტების მიღება, მომზადება, მარკირება, შენახვა და ვადების კონტროლი
** პიცის გამოცხობა შიდა სტანდარტების მიხედვით;
** მენეჯერთან დროული და ეფექტური კომუნიკაცია;
** სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;

საჭირო უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სისუფთავის მაღალი დონე;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ბაზარზე არსებული სტანდარტების შესაბამის ხელფასს;
** გრძელვადიან სამუშაოს;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 5 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@farina.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |