www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო ჯგუფის ოპერატორი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო ჯგუფის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 42
განაკვეთი: სრული

მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება და ზარის შინაარსიდან გამომდინარე შესაბამისის რეაგირება;
** კლიენტის მომსახურეობა კომპეტენციის ფარგლებში;
** კლიენტის პრობლემებზე და სხვა საკითხებზე დროული რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
** ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე გამავალი ზარების განხორციელება;
** მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქტების და მომსახურების პირობებზე, ვადებზე, ტარიფებზე და სხვა.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი (ნებისმიერი პროფილით);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველება;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო დრო: მოქმედებს გრაფიკი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
ანაზღაურება: ფიქსირებული 400-500 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით);
შრომითი ურთიერთობის ფორმა - წერილობითი შრომითი ხელშეკრულება;

გაცნობებთ, რომ შპს "ახალი ქსელები" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიისა დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |