www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: Miniso
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

იაპონური მაღაზიათა ქსელი "მინისო" მსოფლიოს 90 ქვეყანაში, 4200-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. მის მაღაზიებში წარმოდგენილია 8500-მდე სხვადასხვა სახეობის ნივთი.

"მინისო ჯორჯია" საქართველოში 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით 14 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

იაპონური კომპანია "მინისო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის რეალიზაციებში აქტიური ჩართულობა, მონიტორინგი;
** თანამშრომლების ეფექტური მართვა, მიმდინარე პროცესებში ჩართულობა და დახმარება.
** მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
** მაღაზიაში მიმდინარე ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვა, კოორდინაცია;
** პერიოდულად აღწერების წარმოება;
** პროდუქციის შეკვეთების მომზადება და მისი მიღების კონტროლი;
** კომპანიის განვითარებისა და გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** პერიოდულად შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (ინგლისური, რუსული);
** სალარო ოპერაციების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის და საქმის დელეგირების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: career@miniso.ge 2021 წლის 30 ოქტომბრამდე.

გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, სადაც გინდათ, რომ განიხილებოდეს თქვენი რეზიუმე.

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |