www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: McCANN Tbilisi
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

კომპანია "McCANN Tbilisi" ეძებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოცდილ, მოტივირებულ და ენერგიულ პიროვნებას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სფერო: მარკეტინგი და რეკლამა

მოვალეობები:

** ვიზუალური კონცეფციის შექმნაში მონაწილეობის მიღება და დიზაინის ტექნიკურად გამართვა;
** სხვადასხვა ბრენდის ბიზნეს და საკომუნიკაციო სტრატეგიის, სტანდარტებისა და გაიდლაინების შესწავლა შემოქმედებით გუნდთან ერთად;
** შესრულებული სამუშაოს ბრენდის გაიდლაინებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ვიზუალურ იდენტობის (ლოგოს, კორპორაციული სტილისა და ბრენდბუქის) შექმნა;
** ბროშურების/სხვა ნებისმიერი საბეჭდი და BTL მასალის დიზაინის შექმნა/ადაპტაცია;
** ვადებსა და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებლობა.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Adobe Indesign);
** დიზაინის მიმართულებებიდან პრიორიტეტები მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ გამოცდილება და უნარები: ტიპოგრაფიულ და ლოგო დიზაინში, Layout დიზაინში და ფოტო მანიპულაციაში;
** სასურველია ჰქონდეს გამოცდილება ილუსტრაციაში( ეს უნარი ჩაითვლება ბონუსად);
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ინიციატივანი, როგორც დამოუკიდებლად ასევე გუნდურად მომუშავე;
** ინგლისური ენის ცოდნა.

განაცხადის მიღების პროცედურები: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV პორტფოლიოსთან ერთად შემდეგ მისამართზე: vacancy@mccanntbilisi.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრებები ჩატარდება განაცხადების შემოტანის პარალელურად

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 5 ნოემბერი 2021 წ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |