www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კაფე ქორნერი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

კაფე "ქორნერი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა:

სტუმრებისგან შეკვეთის მიღება, საჭმლისა და სასმელის მიტანა, მაგიდების გაწყობა/მოწესრიგება, სტუმრებისადმი მუდმივი ყურადღება და მათი კმაყოფილების დონის გარკვევა. აუცილებელია მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, და კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების წესების ცოდნა.

უნარები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** შესაბამისი განათლება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, სხვა ენ(ებ)ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** გუნდური მუშაობის სურვილი და უნარი
** კომუნიკაბელურობა
** დეტალებზე ორიენტირებული.

მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და მიცილება მაგიდამდე
** სტუმრებისგან შეკვეთის აღება
** მენიუს სრულყოფილად ცოდნა, და ინტერესის შემთხვევაში სტუმრისთვის ინფორმაციის მიწოდება
** მაგიდების გაწყობა და სერვირება
** წმენდისა და დასუფთავების განრიგისა და წესების შესრულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cornerdedaena@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |