www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: ბუღალტერ-ოპერატორი.

მისამართი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 59.

მოვალეობები:

** საქონლის მიღება;
** პროგრამაში შეყვანა;
** საბითუმო კლიენტებისთვის მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის მიღებისას საქონლის დათვლა და კონტროლი;
** საბუღალტრო პროგრამაში (ორისი) გატარებების, საბანკო გადარიცხვების უზრუნველყოფა და კონტროლი.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია ორისი);
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.

ვაკანსია განიხილება მხოლოდ მამრობითი სქესის კანდიდატებისათვის. კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ რომ ეს პოზიცია ითვალისწინებს ფიზიკურ დატვირთვას იმპორტირებული საქონლის მიღების დღეებში.

გამოსაცდელი ვადა: 2 კვირა.
ხელფასი: შეთანხმებით (დაზუსტდება გასაუბრების დროს)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Tursaltd@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "ბათუმი - ბუღალტერ-ოპერატორი" (დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მითითებულ ელფოსტაზე).

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |