www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ბენეფიკა
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

საკონსულტაციო კომპანია "ბენეფიკა" 2015 წლიდან ემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს და სახელმწიფო დაწესებულებებს, და ფოკუსირდება ექსკლუზიურ პროექტებზე ფინანსური და სტრატეგიული კონსულტაციებისა და CFO მხარდაჭერის განხრით.

ბენეფიკა სამუშაოდ იწვევს ახალგაზრდა, ენერგიულ და მიზანდასახულ ახალგაზრდას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელსაც სურს ფინანსური, საოპერაციო და სტრატეგიული კონსულტაციების მიმართულებით უნარ-ჩვევების განვითარება და მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო საკონსულტაციო პროექტებში მონაწილეობის მიღება.

პოზიცია: ბიზნეს ანალიტიკოსი

მიმართულებები სტრატეგიული კონსულტაციების კუთხით:

** საწარმოების მომგებიანობის ზრდის (შემოსავლების ზრდის / ხარჯების შემცირების) ანალიზი;
** კომერციალიზაციის სტრატეგიული ანალიზი;
** ინდუსტრიის/ბაზრის მაკრო და სექტორული ანალიზი;
** ღირებულების ჯაჭვის (Value chain) ანალიზი;
** მოწოდების ჯაჭვის (Supply Chain) და ბიზნესის ციკლის ანალიზი;

მიმართულებები საინვესტიციო გადაწყვეტილებების ანალიზის კუთხით:

** ფინანსური Due diligence, ფინანსური უწყისების ანალიზი;
** საოპერაციო/ტექნიკური Due diligence, პროცესების / რესურსების ანალიზი);
** მოდელირება (სცენარები / გადაწყვეტილების ხეები / სტატისტიკური ანალიზი);
** ფინანსირების პროცესი (კომერციული ბანკები, სასესხო და საჯარო კაპიტალის ბაზრები, კერძო კაპიტალი);
** კაპიტალის ბიუჯეტირება და უკუგების ანალიზი;

ცოდნა და გამოცდილება ტექნოლოგიებში:

** MS Office (advance) და MS PowerPoint;
** Big data ანალიზის მეთოდები, ჩაითვლება უპირატესობად;

განათლება:

ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
CFA კვალიფიკაცია (მინიმუმ I დონე) ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@benefica.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |