www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: პოლიპრინტი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

შპს "პოლიპრინტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა.
** საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში.
** საბუღალტრო რეპორტების მომზადება.
** Rs.ge-ზე მუშაობა.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში.
** ფინანსური ანგარიშების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება: 1-2 წელი.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook).
** Oris-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია.
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა სასურველია.

ACCA-ის კურსანტებს და აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს მიენიჭებათ უპირატესობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-დან 18:30-მდე (ამ ეტაპზე პანდემიის გამო 09:30-დან 17:00-მდე).
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადა: 1-3 თვე - 800 ლარი; შემდგომ: 1000 ლარი, 1200 ლარამდე გაზრდის პერსპექტივით.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსთან ერთად გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@polyprint.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |