www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ქროსფოინტი
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

კომპანია "ქროსფოინთი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

კომპანია საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას უწევს.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** კორპორატიულ ღონისძიებებს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** თანამშრომლებზე მორგებულ სამუშაო გარემოს
** ტრანსპორტირებას (საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის შემთხვევაში)

ფუნქცია - მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისთვის სხვადასხვა სერვისის შეთავაზება/გაყიდვა
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება/განვითარება
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების/მომსახურების სფეროში

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, საბურთალო
** ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარი (ფიქსირებული) + ბონუსი
** სამუშაო საათები: 12:00 - 20:00 სთ. (ორშაბათი-პარასკევი)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV/რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე: (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება): hr@crosspoint.ge

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 993 525

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

"ქროსფოინთის" გუნდი გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |