www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში. ჩვენ ვახორციელებთ ორთოპედიული-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქციას ვყიდით საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს, ვიყოთ პროფესიონალები ჩვენს სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება თბილისი: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო ვიზიტების განხორციელება ექიმებთან დადგენილი ტექნიკის და სიხშირის მიხედვით;
** კლინიკების და ექიმების ბაზის შექმნა და საჭიროებისამებრ განახლება;
** პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ცოდნის დონის რეგულარული ამაღლება;
** ახალი კლინიკების, ობიექტების და ექიმების მოძიება და ვიზიტების დაგეგმარება პროდუქციის გაცნობის და შეთავაზების მიზნით;
** მიკუთვნებულ სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება;
** არსებულ საკონტაქტო პირებისთვის კომპანიის ახალი პროდუქციის გაცნობა, პრეზენტაციების და შეთავაზების გაკეთება;
** მოლაპარაკებების წარმოება პოტენციურ და არსებულ მომხმარებელთან და წინასწარ დადგენილი გეგმის მიხედვით გაყიდვების უზრუნველყოფა;
** შეკვეთების აღება და კურიერის მეშვეობით მომხმარებლისთვის შეძენილი პროდუქციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** მიმაგრებულ უბანში არსებული ყველა სამედიცინო ინსტიტუტის და პერსონალის ბაზის შექმნა და პერიოდული განახლება;
** მიმაგრებულ უბანში სამედიცინო პერსონალის საიუბილეო და მნიშვნელოვანი თარიღების მოძიება და უშუალო ხელმძღვანელთან ინფორმაციის გაზიარება შესაძლო აქტივობასთან დაკავშირებით;
** უშუალო ხელმძღვანელთან ერთად გაყიდვების მასტიმულირებელი აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება და უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის ახალი პროდუქტების მოთხოვნების და კონკურენტი კომპანიების აქტივობების გაზიარება;
** კლინიკების და ექიმების საპრომოციო მასალით უზრუნველყოფა;
** კლინიკებში არსებული ნაშთების მუდმივი კონტროლი, ნაშთების არსებობის შემთხვევაში;
** საკონტაქტო სამედიცინო პერსონალის თვიური გაყიდვების საკომისიოს კალკულაციაში ჩართულობა;
** წინასწარ დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელთან წერილობითი ანგარიშგება;
** გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული წარმოება და ანგარიშის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო ან მონათესავე მიმართულებით;
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, მათ შორის, საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის კუთხით, ტრენინგების გავლით;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, სასურველია PowerPoint ცოდნა, CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ფლობა და შესაბამისად B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;
** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს/გააჩნდეს გამართული მეტყველების უნარი, მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა, აკურატულობა, მოქნილობა, პრეზენტაციის კარგი უნარი, დარწმუნების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი, დროის მართვის კარგი უნარი, კომუნიკაციის კარგი უნარი.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** კრეატიული;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელმისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს " ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |