www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბურგერ სფეისი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

ახალგახსნილი ბურგერ ბარი "Burger Space" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილების მქონე მზარეულის (ბურგერი) პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: თვეში 21 დღე.
ანაზღაურება: 5 ლარი საათში. თვეში 1000-1300 ლარი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, ირაკლი აბაშიძის ქ.58

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს შეკვეთების მომზადება დადგენილი რეცეპტების მიხედვით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა
** სამუშაო დღის დაგეგმვა
** მკაცრად აკონტროლოს, რომ ყველა სამუშაო შესრულებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით
** აკონტროლოს ყველა შეკვეთის დროულად/ხარისხიანად დამზადება და მიწოდება

საჭირო უნარები:

** ბურგერის მომზადების ტექნოლოგიის კარგად ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 - წლიანი გამოცდილება და პროცესის სპეციფიკის კარგად ფლობა.
** სიახლეებისა და კრეატიული მიგნებებისადმი მზადყოფნა და მოტივაციის ქონა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: burgerspace.ge@gmail.com, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555588377 მარიამი და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |