www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სარემონტო საქმეთა მწარმოებელი-პროექტ მენეჯერი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სარემონტო საქმეთა მწარმოებელი-პროექტ მენეჯერის პოზიციაზე.

მნიშვნელოვანი ფუნქციები და მოვალეობები:

** სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის მომზადება
** კონტრაქტორებთან მოლაპარაკების წარმოება
** პროექტისთვის საჭირო მასალების შესყიდვის დაგეგმვა-კოორდინირება
** პროექტისთვის საჭირო რესურსების წინასწარი დაგეგმვა (შრომითი რესურსები, მანქანა-მექანიზმები, ხელსაწყოები და დროებითი ნაგებობები)
** ყოველკვირეული სამუშაო გეგმის მომზადება
** სამუშაოთა მიმდინარეობის ყოველდღიური მონიტორინგი
** დაგეგმილი სამუშაოდან გამომდინარე მომდევნო პერიოდის ბიუჯეტის მომზადება
** მოლაპარაკების წარმოება
** ყოველთვიური ფორმა#2-ის მომზადება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პროექტის დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი
** მოლაპარაკებების წარმართვის და მაღალი დონის შეხვედრების მართვის უნარი
** დროის ეფექტური მართვისა და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** სტრესის მართვის უნარი
** რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირებულობა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** აუცილებელია იცოდეს ნახაზის კითხვა

მოთხოვნები:

** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** მართვის მოწმობა B კატეგორია

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ინგლისურ და ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: cv@decoline.ge

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |