www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში
მომწოდებელი: Ecovis Georgia
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია "Ecovis Georgia" აცხადებს ვაკანსიას - ანაზღაურებადი სტაჟირება (დასაქმების პერსპექტივით) ბუღალტერიის დეპარტამენტში.

მოთხოვნებით:

** განათლება: ტექნიკური - განიხილება მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც.
** სასურველია გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ 1 წიგნი;
** სასურველია ინგლისური B2 და რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
** სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
** ანაზღაურება: 375 ლარი (დარიცხული)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქუჩა N11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

ტესტირება:

** ხანგრძლივობა: 20-30 წუთი
** ტესტირების თემა: ბუღალტრული აღრიცხვები
** გასაუბრება - ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
** კონკურენტული სახელფასო სისტემას;
** სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება.

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
** კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმაოთ თქვენი ცოდნა;
** პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://www.ecovis.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |