www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი-მკვლევარი
მომწოდებელი: BRIDGE - Innovation and Development
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

ააიპ "ბრიჯი-ინოვაცია და განვითარება" იწვევს ინდივიდუალურ კონსულტანტებს გამოხატონ ინტერესი შემდეგი სამი ტიპის მოკლევადიანი საკონსულტაციო მომსახურების განსახორციელებლად:

1. პირუტყვის სულადობის შესახებ მონაცემების მოძიება და დამუშავება

ტექნიკური დავალება:

** ახმეტის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში მიმდინარე წლის მონაცემებით არსებული მსხვილფეხა პირუტყვის (ძროხა, კამეჩი), ცხვრის და თხის სულადობის დადგენა
** ამავე სოფლებში თუშური და გუდის ყველის რაოდენობის აღწერა (ძროხის, ცხვრის და შერეული რძისაგან ნაწარმოები)
** ხანგრძლივი შენახვისათვის ვარგისი ადგილობრივი ყველის რაოდენობის აღწერა პანკისის სოფლებში

ძირითადი აქტივობები:

** კვლევის ჩატარების სამუშაო გრაფიკის და სტრატეგიის განსაზღვრა
** სათანადო ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
** კვლევის მიგნებების თავმოყრა და კვლევითი ანგარიშის მომზადება (წყაროების მითითებით)
** კვლევის ანგარიშის და კვლევის ფარგლებში გაკეთებული მიგნებების დაინტერესებულ მხარეებთან გაზიარება/პრეზენტაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამაგიდო კვლევების წარმოების გამოცდილება
** კვლევის მომზადებისა და შესაბამისი ანალიტიკური მასალების შექმნისათვის საჭირო კომპეტენცია და პრაქტიკული უნარები
** ანალიტიკური აზროვნება
** სწორი კომუნიკაციის უნარი და დროის მართვის უნარი

2. "ყველის კულტურული მარშრუტის" კონცეფციის შემუშავება

ტექნიკური დავალება:

ახმეტის მუნიციპალიტეტის არეალში (ალავერდი-ალვანები-ილტოს ხეობა-პანკისი-თუშეთი) "ყველის ნაირსახეობის კულტურული მარშრუტის" პოტენციური ბენეფიციარების/ლოკაციების დადგენა, მათი საჭიროებების და პრობლემების გამოვლენა აღნიშნული სქემის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად და მოძიებული მონაცემების საფუძველზე ტურისტული მარშრუტის კონცეპიციის შემუშავება.
ბრიჯი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას აღნიშნული კონცეფციის არსებული წინაპირობების შესახებ

ძირითადი აქტივობები:

** დავალების შერსრულების გრაფიკის განსაზღვრა (აქტივობების და ვადების დეტალიზაციით)
** კულტურის სამინისტროს ("შემოქმედებითი საქართველოს") მოთხოვნების მოძიება და დამუშავება ბრიჯის გუნდთან ერთად
** სათანადო ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
** კვლევის მიგნებების თავმოყრა და კვლევითი ანგარიშის მომზადება
** ანგარიშის საფუძველზე და ასევე ბრიჯის მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ყველის მარშრუტის კონცეპციის შემუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აგროტურიზმის დარგში მსგავსი საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება
** რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის და არსებული დაბრკოლებების კარგი ცოდნა (მათ შორის სურსათის უვნებლობის მოთხოვნები)
** კვლევის მომზადებისა და შესაბამისი ანალიტიკური მასალების შექმნისათვის საჭირო კომპეტენცია და პრაქტიკული უნარები
** ანალიტიკური აზროვნება
** სწორი კომუნიკაციის უნარი და დროის მართვის უნარი

3. ბაზარზე არსებული, მსხვილი და წვრილი შემსყიდველები: პროდუქტი-ყველი

პროდუქტის სახეობა: ყველი თუშური (გუდა), ყველი "პანკისური", თხის ყველი, დამბალხაჭო, კალტი

ტექნიკური დავალება:

ახმეტის მუნიციპალიტეტის არეალში აღნიშნული ყველისა ნაირსახეობების მსხვილი და საშუალო (არასაოჯახო) შემსყიდველების დადგენა.

კვლევის პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ შეიქმნას მაქსიმალურად სრულყოფილი სურათი მოცემული გეოგრაფიული სეგმენტის ბაზარზე არსებული თუ პოტენციური შემსყიდველების შესახებ (ვინაობა) და აღნიშნული პროდუქტების ხარისხობრივი მახასიათებლებისა და სავარაუდო ღირებულების (პროდუქტის სახეობის მიხედვით) თაობაზე. კვლევის მიგნებებში ასევე უნდა იქნას ასახული თუ რომელი ყველის სახეობაზე არსებობს უფრო დიდი მოთხოვნა.

ძირითადი აქტივობები:

** დავალების შერსრულების გრაფიკის განსაზღვრა (აქტივობების და ვადების დეტალიზაციით)
** სათანადო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და მარკეტინგული ანალიზი
** კვლევის მიგნებების თავმოყრა და კვლევითი ანგარიშის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სფეროს ცოდნა, ექსპერტიზა და საკონსულტაციო საქმიანობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
** მსგავსი მარკეტინგული ბაზრის კვლევების წარმართვის გამოცდილება
** რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ცოდნა
** კვლევის მომზადებისა და შესაბამისი ანალიტიკური მასალების შექმნისათვის საჭირო კომპეტენცია და პრაქტიკული უნარები
** ანალიტიკური აზროვნება
** სწორი კომუნიკაციის უნარი და დროის მართვის უნარი

დავალების შესრულების დრო: 25 ოქტომბერი - 5 დეკემბერი, 2021 წელი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (მსგავსი შესრულებული კვლევების მითითებით) შემდეგ მისამართზე nkareli@bridge.org.ge არაუგვიანეს 2021 წლის 22 ოქტომბრისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ საკონსულტაციო დავალების დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |