www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ეკონომიკური საქმიანობის კოორდინატორი
მომწოდებელი: პროფესიული უნარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

"პროფესიული უნარების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ეკონომიკური საქმიანობის კოორდინატორის პოზიციაზე.

"პროფესიული უნარების სააგენტო" არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებზე მისადაგებული, თანამედროვე პროფესიული უნარებისა და ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული, ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, როგორც სამეწარმეო ორგანიზაციის ეკონომიკური საქმიანობის კონცეპტუალური ჩარჩოს შემუშავების პროცესების კოორდინაცია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;
** პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობის განსხვავებული მოდელების დანერგვის პროცესების მხარდაჭერა-კოორდინაცია;
** პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საჭიროებების შესაბამისად, სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და ქმედითი აქტივობების განხორციელების პროცესის მართვა;
** პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეკონომიკური საქმიანობების წარმართვის განსხვავებული მოდელების დანერგვის პროცესების მხარდაჭერა და საკონსულტაციო აქტივობების კოორდინაცია;
** პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით ინდივიდუალური საჭიროებების ანალიზი და აღნიშნულის საფუძველზე, დაინტერესებული მხარეების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა-კოორდინაცია;
** პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობების საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების მუდმივი შესწავლა და რეკომენდაციების შეთავაზება მათი პრაქტიკაში ადაპტაცია-დანერგვის მიზნით;
** სამეწარმეო კოლეჯის ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაციის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების შეფასება/ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი ცვლილებების განხორციელება;
** პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობების წარმართვის მიმართულებით, დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის დამსაქმებლებთან, ასოციაციებთან და ა.შ. მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
** მჭიდრო და მუდმივი თანამშრომლობა როგორც ინსტიტუციური განვითარების ჯგუფთან, ისე სააგენტოს სხვა ჯგუფებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/მენეჯმენტის/ფინანსების, ეკონომიკის და სხვა მომიჯნავე მიმართულებით
** პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
** ბიზნეს მოდელებისა და პროდუქტების/სერვისების განვითარების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ფინანსური მოდელირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
** ხარისხის მართვის საერთაშორისო და ადგილობრივი სისტემების საფუძვლიანი ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭება საგანმანათლებლო დაწესებულებთან, მათ შორის, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტს
** ინგლისური ენის ცოდნა სრულყოფილად
** MS Office საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ძლიერი ორგანიზაციული უნარები
** გუნდური მუშაობის უნარი
** განსჯისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის როგორც წერითი, ისე ვერბალური უნარები
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი

თანამდებობრივი სარგო: 2800 ლარი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, 22 ოქტომბრის ჩათვლით, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@geoskills.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |