www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: გოა კრედიტი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით, კონვერტაციებით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტიანად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა რეპორტალზე;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
** ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფა;
** ფინანსური რესურსების ეფექტიანად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
** გარე აუდიტორებთან პროცესების კოორდინირება;
** კომპანიის მომგებიანობის გაზრდის მიზნით მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების შეთავაზება;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი;
** კოორდინირების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

ანაზღაურება შეთანხმებით. კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@goacredit.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |