www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-მშენებელი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტების სამუშაოთა მწარმოებლის, ინჟინერ-მშენებლის თანამდებობაზე.

ოფისის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
სამუშაოების წარმოების ადგილი: მთელი საქართველოს მასშტაბით.
გამოცდილება: 2 წლიდან ზემოთ
სექტორები: მშენებლობა
კონტრაქტი: გრძელვადიანი კონტრაქტი
სასურველი სამუშაო საათები: სრული განაკვეთი

ვაკანსიის დეტალები:

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის ყოველდღიური მონიტორინგი და სამშენებლო სამუშაოების კონტროლი;
** მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** მშენებლობის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და რეაგირება;
** გამოყენებული მასალების კონსტრუქციების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** მშენებლობის კალენდარული გრაფიკის და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მშენებლობის მიმართულებით;
** არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება მშენებლობის კუთხით;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა;
** საპროექტო დოკუმენტაციასთან მუშაობის და სამშენებლო ნახაზების წაკითხვის კარგი უნარი.
** სამშენებლო ნორმების ცოდნა;

ანაზღაურება: მაღალი ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: egiorkhelidze@gmail.com ან დაგვიკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: 591 25 10 24



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |