www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ტრიბა
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

პრობლემური აქტივების მართვის კომპანია შპს "ტრიბა", რომელიც წარმოდგენილია 7 ფილიალით თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, 2009 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს, პრობლემური აქტივების მართვის სფეროში. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი.

შპს "ტრიბა" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე, თბილისში.

მოვალეობები:

** პორტფელში არსებულ კლიენტებზე ინფორმაციის დამუშავება;
** პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ვალდებულებების გადანაწილების/რესტრუქტურიზაციის უზრუნველყოფა;
** პორტფელის სისტემატური მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს სფეროში - პრობლემური აქტივების მართვაში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, ** ქოლცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო საათები:

** ორშაბათი - 10:00-18:00
** შაბათი - 10:00-14:00

ფიქსირებული ხელფასი: 450-600 ლარი

ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@triba.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |