www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: მანდარინა
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

"Wegroup" საქართველოში 2008 წლიდან არის წარმოდგენილი სამკაულების და აქსესუარების ბაზარზე მაღაზიათა ქსელებით - "MANDARINA" და "REDBERRY". კომპანია მისი არსებობის მანძილზე მუდმივად განაგრძობს გაფართოებას და ახალი მიმართულებების გაძლიერებას.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს ლოჯისტიკის მენეჯერის თანაშემწის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ავტომობილით ქსელის მაღაზიებსა და საწყობებს შორის პროდუქციისა და საბუთების გადაადგილება;
** ლოგისტიკის მენეჯერების დახმარება მაღაზიებისთვის პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის სტანდარტების, მარშრუტის შესაბამისად;
** მიწოდების პროცესში პროდუქციის უსაფრთხოების დაცვა (სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა, ტვირთის სწორი განთავსება, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი);
** ავტოტრანსპორტის ჰიგიენურ და ტექნიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა;
** ლოგისტიკის მენეჯერის სხვადასხვა დავალებების შესრულება.

კანდიდატის პროფილი:

** განათლება - უმაღლესი;
** მართვის მოწმობა: B კატეგორია აუცილებელია;
** მანქანის მართვის გამოცდილება;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** კონკურენტული ანაზღაურება - 800 ლარი ფიქსირებული + ცვლადი დანამატი;
** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
** სამუშაო ადგილი: თბილისი (საბურთალო).

გთხოვთ, შეავსეთ გამარტივებული აპლიკაცია ბმულზე: https://bit.ly/32GEWbG

ვებგვერდი: www.myredberry.ge, www.mandarina.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |