www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დებიტორების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 500-მდე მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ დროს და ადგილას. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი აცხადებს კონკურსს დებიტორების მართვის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დებიტორებთან დაკავშირებული პროცესების მართვა და კონტროლი;
** მომწოდებლების, კორპორატიული კლიენტების, ქვემოიჯარეების, ფრენშაიზორების დავალიანებების დაფარვასთან დაკავშირებული საჭირო კომუნიკაციის მართვა;
** დოკუმენტბრუნვის აღრიცხვა/მართვა;
** მონაცემთა აღრიცხვის კონტროლი;
** მონაცემების/დავალიანების ანალიზი, პერიოდული რეპორტების მიღება/დამუშავება;
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უცხო ენების ფლობა - რუსული და ინგლისური;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; 1С
** ექსელში ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; (ექსელის მაღალ დონეზე ფლობა).

პიროვნული უნარები:

** აზროვნების სისხარტე;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** რეპორტინგის წარმოების უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** მოქნილი ცვლილებების მიმართ;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აზრის გამართულად და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ბიზნესისადმი ერთგულება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დებიტორების მართვის მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |