www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰანნა ლიბანური შაურმა
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

"ჰანნა ლიბანური შაურმა" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** შრომისმოყვარე და ორგანიზებული;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ან რუსული ენის გამართულად ცოდნა
** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად

ძირითადი მოვალეობები:

** დელივერი სერვისების აპლიკაციების მართვა, შეკვეთების მიღება და დროულად მიწოდება კურიერებისთვის.
** სტუმრების მიღება, სწრაფი და სრულყოფილი მომსახურების გაწევა;
** მენიუს შემადგენლობის ზედმიწევნით ცოდნა;
** ხარისხის კონტროლი, კერძოდ, შიდა პერსონალის ზედამხედველობა;
** ხორცის შეწვის და საკვები ინგრედიენტების მონიტორინგი;
** კვების ობიექტზე სისუფთავის და წესრიგის პრიორიტიზება;
** არსებული პროცესების და მეთოდოლოგიის სწორად დანერგვა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hannalebaneseshawarma@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |