www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის/სოციალური მედიის მენეჯერი, ფლებოტომისტი
მომწოდებელი: დოიჩეს დიაგნოსტიკუმ
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

"დოიჩეს დიაგნოსტიკუმ" წარმოადგენს ახლად ჩამოყალიბებულ მზარდ სამედიცინო კომპანიას, რომელიც საერთაშორისო კომპანიონებთან ერთად ავითარებს საქართველოში რამდენიმე სამედიცინო მიმართულებას. კომპანია ორიენტირებულია მაღალ ხარისხზე და რეგიონალურ განვითარებაზე.

"დოიჩეს დიაგნოსტიკუმ" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის/სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია, კონტენტის სწორად შერჩევა და მენეჯმენტი.
** მთავარი მიზანია ბრენდის ცნობადობის გაზრდა. საინტერესო და თანმიმდევრული კონტენტის შექმნა. აუცილებელია საზოგადოებაში თავისუფლად ხდებოდეს ჩვენი ბრენდის იდენტიფიცირება, ამისათვის საჭიროა სოციალურ მედიაზე აქტიური მუშაობა, დადებული პოსტების ანალიზი, აუდიტორიის გასაზრდელად სხვადასხვა კამპანიის დაგეგმვა.
** კონტენტის ანალიზითა და მენეჯმენტით ეფექტური სტრატეგიის შემუშავება. კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება.
** სამიზნე აუდიტორიისთვის მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული კონტენტის და დიზაინის შექმნა. სასურველია ვიდეო მასალის დამუშავება.
** სოციუმის მართვა, მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა; ყველა ძირითადი სოციალური არხის მართვა.
** კამპანიების შექმნა, დაგეგმვა, კრეატიული ტექსტების გამოყენებით;
** კომპანიის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და უკუკავშირის მომზადება.
** მაილზების შემოწმება და მონიშვნებზე გამოხმაურება.
** შედეგების ანალიზი და ყოველკვირეული/ ყოველთვიური რეპორტის გაკეთება.

მოთხოვნები:

** მარკეტინგის ზოგადი პრინციპების ცოდნა, პოზიციონირება, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა;
** გამართულად წერა და აზრის ლაკონურად გადმოცემის შესაძლებლობა;

უნარ-ჩვევები:

** სოციალური/მარკეტინგული საშუალებების მართვის უნარი.
** შრომისმოყვარეობა;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები და გრაფიკი შეთანხმებით

ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის პერიოდში მინიმუმ 800 ლარი, შემდგომი ზრდის პერსპექტივით.

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი 28 თებერვლამდე ელექტრონულ ფოსტაზე: infocenter@deutschesdiagnosticum.com

ტელ: 599531127

--------

"დოიჩეს დიაგნოსტიკუმ" აცხადებს ვაკანსიას ფლებოტომისტის (მედდის) თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიული კვლევებისათვის საანალიზო მასალის აღება
** ვენიდან სისხლის აღების სპეციალისტი (ფლებოტომისტი)
** მედდის საქმის ხარისხიანი მართვა
** სამედიცინო სახარჯო მასალის, მარაგის და ვადების კონტროლი, ყოველკვირეულად მათი აღწერა, ჩამოწერა
** ჰიგიენის სტანდარტის უზრუნველყოფა
** შესრულებული სამუშაოს ხარისხის და სიზუსტის კონტროლი
** პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების შესრულება
** უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული კოლეჯის ექთნის სპეციალიზაცია ან/და უმაღლესი სამედიცინო განათლება
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ექთნის პოზიციაზე
** სასურველია სტაციონარში მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია გერმანული ენის ცოდნა.

გთხოვთ, 28 თებერვლამდე თქვენი რეზიუმე სურათთან ერთად გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: infocenter@deutschesdiagnosticum.com

ტელ: 599531127



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |