www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სარეზერვო ოპერატორი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

სს "ტერაბანკი" "Next Generation" პროგრამის ფარგლებში აცხადებს მიღებას სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურების განყოფილებაში სატელეფონო ოპერატორის მოსამზადებელ პროგრამაზე. პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც კარიერის დაწყება და განვითარება სურს საბანკო სფეროში.

"Next Generation" პროგრამა შედგება თეორიული სწავლებისა და სტაჟირების კურსისგან, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატი პირველ ეტაპზე დასაქმდება სარეზერვო თანამშრომლად და წარმატების შემთხვევაში, ექნება ტერაბანკში წინსვლის შესაძლებლობა.

პროგრამის პირობები:

** თეორიული და პრაქტიკული მომზადება პროფესიონალი ტრენერების მიერ
** ანაზღაურებადი სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ
** თეორიული და პრაქტიკული მომზადების წარმატებით დასრულების შემთხვევაში:
პირველ ეტაპზე დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად. ანაზღაურება დარიცხული 550 ლარი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** შემომავალი ზარების პასუხი
** მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება ბანკში მიმდინარე სხვადასხვა სიახლეების შესახებ
** სერვისების გააქტიურება და ოპერაციების შესრულება
** ონლაინ ჩათში დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა

ეს პროექტი არის შენთვის:

** თუ იცი საოფისე პროგრამები საბაზისო დონეზე
** თუ ფლობ ინგლისურ და რუსულ ენას სასაუბრო დონეზე
** თუ ხარ აქტიური და გაქვს გაყიდვების და მოლაპარაკების უნარი
** თუ ხარ განვითარებაზე ორიენტირებული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 20 იანვრის 18:00 სთ-მდე მისამართზე: HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |