www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბევრილი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

შპს "ბევრილი რითეილ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე ქ. ფოთში.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საფირმო მაღაზიათა ქსელის ყოველდღიური, შეუფერხებელი მუშაობის, დისციპლინისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება საფირმო მაღაზიათა ქსელის მუშაობის პროცესში წამოჭრილი პრობლემის შესახებ;
** თანამშრომელთა მომსახურების პროცესის და მუშაობის ხარისხის ყოველდღიური მონიტორინგი;
** საფირმო მაღაზიათა ქსელში სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ დაწესებული სტანდარტების (ჰიგიენური ნორმების, ქართული ანოტაციისა და ა.შ.) დაცვაზე ყოველდღიური ზრუნვა და კონტროლი;
** საფირმო მაღაზიათა ქსელის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის დაყენება უშუალო ხელმძღვანელთან;
** საფირმო მაღაზიათა ქსელის მუშაობის პროცესისთვის აუცილებელი ნივთების მარაგისა და ტექნიკური მოწყობილობების გამართული მუშაობის კონტროლი;
** ყოველდღიურ საქმიანობაში მაქსიმალური ზრუნვა კომპანიის აქტივებისა ქონების დაცვაზე, მის განკარგულებაში არსებული რესურსების კეთილგონივრული გამოყენება;
** მაღაზიათა ქსელის უსაფრთხოებისკენ მიმართული ღონისძიებების ყოველდღიური კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს კომპანიის რეპუტაციაზე;
** თანამშრომელთა არასამუშაო დღეების, სამუშაო საათებისა და შესვენების საათების განრიგის დადგენა და კონტროლი;
** საჭიროებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნა: საკუთარი ავტომობილი (B კატეგორიის მართვის მოწმობა).

საწვავი ანაზღაურდება კომპანიის მიერ
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 800 ლარი (ზრდის პერსპექტივით)

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გადმოაგზავნონ CV (რეზიუმე) ელფოსტაზე: amiran@bevrili.ge და მიუთითოთ ვაკანსიის სახელი, ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595035410.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |