www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიკრობიოლოგი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგის პოზიციაზე, წილკანში.

Global Beer Georgia (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულ პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგს და გაყიდვებს.

კომპანიების ბრენდებია: აისი, კაიაკი, ყაზბეგი, შავი ლომი, კრუშოვიცე, ამსტელი; ჰეინეკენი, და ლიმონათი "ყაზბეგი". GBG საერთაშორისო კომპანია ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიის და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

კომპანიის განვითარება დამოკიდებულია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ლუდის და გაზიანი გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნიმუშის აღება და მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარება წარმოების ყველა ეტაპზე. საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი ანალიზის ჩატარება, შედეგების სანდოობის დასადასტურებლად;
** ანალიზისთვის საჭირო მიკრობიოლოგიური ნიადაგების მომზადება და შემოწმება დადგენილი პროცედურების მიხედვით;
** ჩატარებული ანალიზების რეგისტრაცია და შეუსაბამობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ლაბორატორიულ პირობებში საფუარის სუფთა კულტურის გამრავლება და შემდგომი საფეხურებრივი კონტროლი წარმოების ეტაპზე;
** ტექნოლოგიური პროცესების მიკრობიოლოგიური კონტროლი ნიმუშების ტესტირების დადგენილი გეგმის მიხედვით დამტკიცებული სამუშაო ინსტრუქციების შესაბამისად;
** შრომის უსაფრთხოების რეგულაციების და ქცევების წესების დაცვა, მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიასა და წარმოების ტერიტორიაზე;
** სათანადო მოწყობილობებთან მუშაობა და კალიბრაციის მონიტორინგი;
** მონაწილეობის მიღება ლაბორატორიათშორის ტესტირებაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მიკრობიოლოგიის მიმართულებით;
** სურსათის წარმოების ლაბორატორიაში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, Excel).

საჭირო უნარ-ჩვევები:

** სიზუსტე/სისწრაფე ანალიზის ჩატარებისას;
** სამუშაო პროცესში პრობლემის ანალიზის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

გარანტიები:

** კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
** შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com. ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |